თურქეთში ქალები კაცებზე დიდხანს ცოცხლობენ

გამოქვეყნდა თურქეთის სტატისტიკის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული „სტატისტიკით ქალი 2020“ს სახელწოდების სამუშაოს შედეგები

1595914
თურქეთში ქალები კაცებზე დიდხანს ცოცხლობენ

გამოქვეყნდა თურქეთის სტატისტიკის ორგანიზაციის (TÜİK) მიერ ჩატარებული „სტატისტიკით ქალი 2020“ს სახელწოდების სამუშაოს შედეგები.

მის მიხედვით, თურქეთის მოსახლეობის 49.9% ქალია, 50.1% კი კაცი ანუ 41 მილიონ 698 ათას 377 ქალი, 41 მილიონ 915 ათას 985 კი კაცი.

ქალებსა და კაცებს შორის ეს რაოდენობრივი ბალანსი, იმის გამო რომ ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, 60 წლის და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში ქალების სასარგებლოდ შეიცვალა. ქალი მოსახლეობის რაოდენობა 60-74 წლის ასაკობრივ ჯგუფში 52.3%-ია, 90 და ზემო ასაკობრივ ჯგუფში კი 73.4%.

თურქეთის მასშტაბით სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი 78.6 წელია, ქალებში ეს ციფრი 81,3, ხოლო კაცებში 75.9 წელია. დაბადებიდან საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის განსხვავება 5,4 წელია.

 



მსგავსი ინფორმაციები