ნასამ “Perseverance”-ს ახალი ვიდეო გაავრცელა

ნასამ “Perseverance”-ს ახალი ვიდეო გაავრცელა

1588714
ნასამ “Perseverance”-ს ახალი ვიდეო გაავრცელა

ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველო, ნასამ ახალი მავალის, „Perseverance“-ს მიერ მარსის ატმოსფეროში შესვლის, დაშვებისა და ზედაპირთან შეხებისას, უკანასკნელ წუთებში გადაღებულ ვიდეო გამოაქვეყნა. ნასამ აღნიშნული კადრები, რომელიც სამი განსხვავებული კამერიდან არის გადაღებული სოციალურ ქსელ, Twiiter-ის ანგარიშიდან გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, რომ  ისტორიაში პირველად, მავალზე დამონტაჟებულმა მიკროფონმა ჩაიწერა ხმებიც სხვა პლანეტაზე.

პერსევერნასი, რომელიც ფლორიდის პლატფორმიდან 2020 წლის 30 ივნისს გაუშვეს კოსმოსში, მან  დაახლოებით 7 თვის და 470 მილიონი კილომეტრის გავლის შემდეგ, მარსის ზედაპირზე დაეშვა 20 თებერვალს მოახერხა.

ქიმიური ანალიზატორის, 20 კამერის, როკ-ბურღის, რობოტული „ხელი“-ს და  პატარა ვერტმფრენისაგან შემდგარი პერსევერნასი, მარსზე ნიმუშების შეგროვებას წინასწარი გათვლებით 2 წლის განმავლობაში შეეცდება.


საკვანძო სიტყვები: #ვიდეო , #პერსევერნასი , #ნასა

მსგავსი ინფორმაციები