თურქეთში გემთსაწინააღმდეგო რაკეტა "ათმაჯა" წარმატებით გამოსცადეს

თურქეთში გემთსაწინააღმდეგო რაკეტა "ათმაჯა" წარმატებით გამოსცადეს

1577872
თურქეთში გემთსაწინააღმდეგო რაკეტა "ათმაჯა" წარმატებით გამოსცადეს

თავდაცვის ინდუსტრიის პრეზიდენტმა, ისმაილ დემირმა, მიულოცა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა გუშინ წარმატებით გამოცდილი გრძელრადიუსიანი გემთსაწინააღმდეგო რაკეტა „ათმაჯა“-ს შექმნაში.

ისმაილ დემირმა, თავის „ტვიტერი“-ს ანგარიშით „როკეტსანი“-ს მიერ შექმნილი გრძელრადიუსიანი გემთსაწინააღმდეგო რაკეტის „ათმაჯა“-ს სინპიშო ტესტირებასთან დაკავშირებით გაკეთებულ გზავნილში აღნიშნა:

"ჩვენმა პირველმა ნაციონალურმა გემთსაწინააღმდეგო რაკეტმა "ათმაჯა“-მ წარმატებით გაანადგურა სამიზნე ჩვენი ეროვნული გემიდან TCG Kınalıada.“

როკეტსანის მიერ შექმნილი გრძელრადიუსიანი გემთსაწინააღმდეგო რაკეტა „ათმაჯა“გუშინ სინოპში გამოიცადა.

ტესტირებას ასევე აკვირდებოდნენ საზღვაო ძალების სარდალი, ადმირალი ადნან ოზბალი და გუბერნატორი ეროლ ქარაომეროღლუ.

ადმირალმა ოზბალმა განაცხადა: ”ჩვენი ეროვნული პროდუქტი „ათმაჯა“ მეგობარს ნდობას და მტერს კი შიშს უნერგავს.”



მსგავსი ინფორმაციები