თურქეთში უპილოტო ელექტრო ავტობუსი გამოსცადეს
თურქეთში, მსოფლიოში პირველი მასიურად წარმოებული მე-4 დონის უპილოტო ელექტრო ავტობუსი გამოსცადეს
1575616
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქი ინჟინრების მიერ შექმნილი უპილოტო ელექტრო ავტობუსის შესახებ განაცხადა: ”ასეთ პერიოდში, როდესაც სუფთა ენერგიის მოხმარება პრიორიტეტია მთელ მსოფლიოში, იმედი მაქვს, რომ (ამ ავტობუსით) ჩვენ ვიამაყებთ.”
პრეზიდენტმა ერდოღანმა Telegram-ის ანგარიშით აღნიშნული ავტობუსის ფოტო გააზიარა წარწერით: "ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ჩვენ საპრეზიდენტო კომპლექსში გამოვცადეთ მსოფლიოში პირველი მასიურად წარმოებული მე -4 დონის უპილოტო და ელექტროავტობუსი ATAK Electric-ი. კომპანიების KARSAN-ის და ADASTEC-ის მიერ ერთობლივად წარმოებული ATAK Electric-ი, ჩვენი სიამაყე იქნება ასეთ პერიოდში, როდესაც სუფთა ენერგიის მოხმარება პრიორიტეტია მთელს მსოფლიოში. წარმატებებს ვუსურვებ და ვულოცავ ჩვენს ქვეყანას."