ირანმა ფორდოს ობიექტებში ურანის გამდიდრება დაიწყო

ირანმა ფორდოს ობიექტებში ურანის გამდიდრება დაიწყო

1557177
ირანმა ფორდოს ობიექტებში ურანის გამდიდრება დაიწყო

ირანმა ფორდოს ობიექტებში ურანის გამდიდრება დაიწყო.

ირანის მთავრობის სპიკერმა ალი რებიიმ განაცხადა, რომ მათ ირანის ფორდოს ბირთვულ ბაზაზე დღეს ურანის 20 პროცენტით გამდიდრების სამუშაოები დაიწყეს.

შაბათს, ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს თავმჯდომარის, ალი აკბარ სალიჰის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, მათ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (UAEA) შეატყობინეს, რომ პარლამენტში მიღებული კანონის შესაბამისად ურანს 20 პროცენტით გაამდიდრებენ.

დასავლეთში "ირანის ბირთვული პროგრამის მამად" წოდებული თავდაცვის სამინისტროს კვლევისა და ინოვაციების ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მუჰსინ ფაჰრიზადეს მკვლელობის (2020 წლის 27 ნოემბერი) შემდეგ პარლამენტში შეტანილი და დამტკიცებული კანონი სავალდებულოს ხდის ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ ურანის 20 პროცენტით გამდიდრების დაწყებას და დაბალი დონით გამდიდრებული ურანის მარაგის გაზრდას.

ბირთვული შეთანხმება ირანს საშუალებას აძლევდა ურანი გაემდიდრებინა მაქსიმუმ 3,67 პროცენტით. ირანი, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების წინააღმდეგ შეთანხმებაში არსებული ვალდებულებები შეაჩერა, გამდიდრებული ურანის დონეს 4,5%-ზე ინარჩუნებდა.


საკვანძო სიტყვები: #ურანის გამდიდრება , #ურანი , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები