ინგლისმა  BioNTech-ის და  Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

ინგლისმა  BioNTech-ის და  Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

1538209
ინგლისმა  BioNTech-ის და  Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

დიდმა ბრიტანეთმა, წარმოშობით თურქი მეცნიერის უღურ შაჰინის მიერ ჩამოყალიბებული გერმანული ბიოტექნიკური კომპანია, BioNTech-ის და ამერიკული კომპანია Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელმა  ორგანომ „BNT162b2“ ვაქცინა  ფართო გამოყენებისათვის უსაფრთხოდ აღიარა.

ამრიგად, დიდი ბრიატენეთი  გახდა პირველი ქვეყანა, ვინც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის გამოყენებას ნება დართო.

ცნობისათვის,  ბრიტანეთმა ადრე ხსენებულ კომპანიებთან კოვიდ-19-ის ვაქცინის 40 მილიონი დოზის შესაძენად წინასწარი შეთანხმება გააფორმა. სწორედ გერმანული ბიოტექნიკური კომპანიის BioNTech-ის და ამერიკული  Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინები გახლდათ პირველები, რომლებმაც ეფექტურობის 95%-ს მიაღწიეს.

კოვიდ-19-ის ვაქცინასთან დაკავშიეებით 25 ნოემბერს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ 1 მილიონი დოზის დეკემბერში, ხოლოდ მთლიანად ზამთრის პერიოდში 25 მილიონი დოზა ვაქცინის შესაძენად შესაბამის მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

კომპანია  2020 წლის ბოლომდე 100 მილიონის, ხოლო 2021 წლის ბოლომდე 1,3 მილიარდი დოზა ვაქცინის წარმოებას გეგმავს.


საკვანძო სიტყვები: #ვაქცინა , #კოვიდ-19 , #დიდი ბრიტანეთი

მსგავსი ინფორმაციები