როგორი ზეგავლენა აქვს მოწევას კოვიდ-19-ზე?

როგორი ზეგავლენა აქვს მოწევას კოვიდ-19-ზე?

1530750
როგორი ზეგავლენა აქვს მოწევას კოვიდ-19-ზე?

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოწევა ზრდის ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ინფექციის რისკს იმუნური სისტემის რეაქციის შემცირებით.

კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) მეცნიერთა მიერ ლაბორატორიულ გარემოში ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან დამზადებულ რესპირატორულ მოდელებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოწევა ხელს უშლის ძირითადი იმუნური სისტემის მოლეკულების სწორად მუშაობას, რომლებსაც ინტერფერონი ეწოდება.

Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოწევამ გამოიწვია ვირუსით ინფიცირებული უჯრედების რაოდენობის გასამმაგება.

„თუ ფიქრობთ, რომ სასუნთქი გზები ციხესიმაგრის მაღალი კედლებია, მოწევა ამ კედლებში ხვრელების გაკეთებას ჰგავს. მოწევა ამცირებს ბუნებრივ დაცვას და ვირუსის დამკვიდრების საშუალებას იძლევა,“ აცხადებს,  უნივერსტტეტის სამეცნიერო ჯგუფიდან  დოქტორი, ბრიჯიტ გომპერტსი.  


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #მოწევა

მსგავსი ინფორმაციები