კვლევები მარტოობასთან დაკავშირებით

კვლევები მარტოობასთან დაკავშირებით

1526674
კვლევები მარტოობასთან დაკავშირებით

გამოდის, რომ მარტოობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იგრძნობა 20-იან წლებში და ყველაზე დაბალი, 60-იან წლებში. NewsMedicalLifeSciences საიტის სიახლეების თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში,  კალიფორნიის უნივერსიტეტის სან დიეგოს სამედიცინო სკოლაში შეისწავლეს ფსიქოლოგიური და გარემო ფაქტორები, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში მარტოობას იწვევს. კვლევაში, 20-დან 69 წლამდე ასაკის 2 843 ადამიანმა  მიიღო მონაწილეობა. კვლევის დეტალები,   „Journal of Clinical Psychiatry“-ს ინტერნეტ ნომერშია გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც მარტოობის დონემ 20-იან წლებში პიკს მიაღწია, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი  60-იან წლებში და 40-იანი წლების შუა პერიოდში დაფიქსირდა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თანაგრძნობისა და თანადგომის დაბალი დონე, ვიწრო სოციალური ქსელები, მეუღლის ნაკლებობა და არასწორი ძილის გრაფიკი, ყველა ასაკობრივ ჯგუფში მარტოობის მაჩვენებელია. ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ 20 წელზე ზემოთ ასაკის ადამიანები ინტენსიური სტრესისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ, როდესაც ცდილობდნენ კარიერას და პარტნიორის მოპოვებას ყოველგვარი ჯანმრთელობის პრობლემების შექმნის გარეშე.  



მსგავსი ინფორმაციები