გებრეისუსი: ”როდესაც ზამთარი დადგება, ვიცით, რომ რამდენიმე თვე რთული იქნება”

გებრეისუსი: ”როდესაც ზამთარი დადგება, ვიცით, რომ რამდენიმე თვე რთული იქნება”

1512560
გებრეისუსი: ”როდესაც ზამთარი დადგება, ვიცით, რომ რამდენიმე თვე რთული იქნება”

 

”როდესაც ზამთარი დადგება, ვიცით, რომ რამდენიმე თვე რთული იქნება” - განაცხადა  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

მან ჯანმოს შვეიცარიის ქალაქ ჟენევასი მდებარე ცენტრში ვიდეო კონფერენციით გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ეპიდემია ”საგანგაშო ეტაპზე გადავიდა”.

"ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის დაწყებისთანავე ვხედავთ, რომ შემთხვევები სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ვიცით, რომ როდესაც ზამთარი დადგება, რამდენიმე თვე რთული იქნება." - აღნიშნა გებრეისუსმა.
მისი თქმით, იგი კმაყოფილია მრავალი ქვეყნის ლიდერის მიერ ვირუსის გავრცელების შენელების, ჯანდაცვის მუშაკებისა და ჯანდაცვის სისტემების დაცვის მიზნით გატარებული ზომებით და დაამატა:
”ექთნებმა და ექიმებმა ახლა უკეთ იციან, როგორ იზრუნონ ინფიცირებულ პაციენტებზე, ვიდრე ეპიდემიის პირველ დღეებში. თუმცა, როდესაც საავადმყოფოს მოცულობა შეივსება და გადააჭარბებს, ძალიან მძიმე და საშიში სიტუაცია შეიქმნება როგორც პაციენტებისთვის, ასევე ჯანდაცვის მუშაკებისთვის. ამის გამო მნიშვნელოვანია ყველა მთავრობამ ყურადღების კონცენტრირება მოახდინოს ისეთ ფუნდამეტურ პრინციპებზე როგორიცაა დაინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტაზე და როგორც სიცოცხლის ასევე საარსებო წყაროს გადარჩენაზე.“

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ძირითადი პრინციპები არის აქტიური შემთხვევების გამოვლენა, კლასტერების კვლევა იმ რეგიონებში, სადაც ვირუსი გავრცელებულია, ყველა შემთხვევის იზოლირება, კონტაქტების კარანტინი, კარგი კლინიკური მოვლის უზრუნველყოფა, ჯანდაცვის პერსონალის დახმარება და დაცვა.“


საკვანძო სიტყვები: #COVID19 , #კოვიდ-19 , #კორონავირუსი , #ჯანმო

მსგავსი ინფორმაციები