მეცნიერები, კოვიდ-19 წინააღმდეგ BCG-ს ვაქცინასაც ცდიან

ტუბერკულზის ვაქცინა გაუკეთდა უკვე 10 ათასზე მეტ მოხალისეს

1507171
მეცნიერები, კოვიდ-19 წინააღმდეგ BCG-ს ვაქცინასაც ცდიან

მეცნიერ-მკვლევარები დღეს იმაზე მუშაობენ და ამოწმებენ, კოვიდ-19 წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური იქნება თუ არა BCG-ს (ტუბერკულოზის) ვაქცინა. ტელეარხ BBC-ის თანახმად, ტუბერკულოზის ვაქცინა შეიქმნა 1921 წელს და დამტკიცებულია, რომ მას შეუძლია ადამიანების დაცვა ტუბერკულოზისა და სხვა ინფექციებისგან. მისი კოიდ-19 წინააღმდეგ ეფექტურობის დადგენის მიზნით კი, საერთაშორისო ბრაკისის კვლევის ფარგლებში ტესტირება ჩატარდა 10 000-მდე მოხალისეზე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ნიდერლანდები, ესპანეთი და ბრაზილია. ეს ვაქცინა ძირითადად გამოყენებულ იქნა ჯანდაცვის იმ მუშაკებზე, რომლებიც სავარაუდოდ დაინფიცირებულნი იყვნენ კორონავირუსით და ამით BCG-ს ეფექტურობა უფრო სწრაფად დადგინდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი თედროს ადანომ ღებრეიზუსი, რომელიც ჟურნალ Lancet- ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორთა შორისაა, აცხადებს, რომ სანამ Kovid-19 სპეციფიკური ვაქცინა არ შეიქმნება, მანამ BCG-ს ვაქცინა ხიდის როლს შეარულებს



მსგავსი ინფორმაციები