თურქეთმა კოვიდ-19-ის ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა

თურქეთმა კოვიდ-19-ის ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა

1503287
თურქეთმა კოვიდ-19-ის ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ წარმოებული ვაქცინის შედეგები წარმატებულია და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწიეს. ერდოღანმა ამის შესახებ,  მთავრობის სხდომის  დასრულების შემდეგ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

„ჩვენს მიერ კოვიდ-19-ის ვაქცინის წარმოებისთვის  ჩადებული ინვესტიციები და დახმარება  სათითაოდ ამოქმედდა. ადგილობრივი შესაძლებლობებით წარმოებული 13 განსხვავებული ვაქცინიდან 5-ის ადამიანებზე გამოცდას უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ჩვენს მიერ მხარდაჭერილი  შესაფერისი ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიას,  თვეში 20 მილიონი დოზის მოცულობის წარმოების  (ვაქცინის) შესაძლებლობა აქვს. ასევე არის მეორე კომპანიაც, რომელიც სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს რიცხვი შესაზლოა თვეში 50  მილიონი დოზის მოცულობამდე გაიზარდოს. მომავალ თვეში კი ათასი დოზა ვაქცინა ადამიანებზე გამოსაცდელად უკვე მზად იქნება“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.


საკვანძო სიტყვები: #ვაქცინა , #კოვიდ -19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები