ჯანმო კოვიდის ვაქცინის სამუშაოებისთვის კიდევ ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს

ჯანმო კოვიდის ვაქცინის სამუშაოებისთვის კიდევ ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს

1501136
ჯანმო კოვიდის ვაქცინის სამუშაოებისთვის კიდევ ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დაახლოებით კიდევ ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობა დადო ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალური ვაქცინებისა და მკურნალობის პროგრამების დასახმარებლად.
გლობალური ვაქცინაციისა და მკურნალობის პროგრამის მხარდასაჭერად გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მთავრობებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და კერძო სექტორმა თითქმის 1 მილიარდი დოლარი გამოყოფის პირობა დადეს.
ACT Accelerator-ი მიზნად ისახავს Kovid-19-ის ვაქცინაზე  და მკურნალობის მეთოდებზე თანაბარი წვდომისათვის 2021 წლის ბოლომდე 2 მილიარდი დოზა ვაქცინის, 245 მილიონი მკურნალობის და 500 მილიონი ტესტის უზრუნველყოფას რისთვისაც 35 მილიარდი დოლარია საჭირო.  ამ თანხიდან დღემდე მხოლოდ 3 მილიარდია შეგროვებული.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა ვაქცინების გლობალური პროგრამის მიმდინარე მუშაობის გასაგრძელებლად სასწრაფოდ 15 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების შეგროვების მოწოდება გააკეთა.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #ვაქცინა , #ჯანმო

მსგავსი ინფორმაციები