გემი „ორუჩ რეისი"-სთვის ახალი „ნავტექსი“ გამოცხადდა

გემი „ორუჩ რეისი"-სთვის ახალი „ნავტექსი“ გამოცხადდა

1482744
გემი „ორუჩ რეისი"-სთვის ახალი „ნავტექსი“ გამოცხადდა

იმ ადგილისთვის, სადაც გემი „ორუჩ რეისი“ 12 სექტემბრამდე ჩაატარებს სეისმურ კვლევებს, ახალი „ნავტექსი“ გამოცხადდა.

შესაბამისი რეგიონის შესახებ განცხადებაში ადრე ცნობილი იყო, რომ მუშაობა 1 სექტემბრამდე გაგრძელდებოდა და ახალი დეკლარაციით, უფლებამოსილების ვადა 11 დღით გაგრძელდა.

მის მიხედვით, სეისმური კვლევითი გემი „ორუჩ რეისი“, გემებთან სახელწოდებით „ატამანი“ და „ჯენგიზ ხანი“, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, კვიპროსის ღია წყლებში, ადრე გამოცხადებულ რეგიონში სეისმურ კვლევებს ჩაატარებს.

სეისმური კვლევით გემს „ორუჩ რეისს“ შეუძლია ჩაატაროს ყველანაირი გეოლოგიური, გეოფიზიკური, ჰიდროგრაფიული და ოკეანოგრაფიული კვლევები, კონტინენტური შელფის და ბუნებრივი რესურსების ძებნის თაოსნობით.

სრულად აღჭურვილ და მრავალფუნქციურ, მსოფლიოში ერთ-ერთი იშვიათ კვლევით გემზე, 2 და 3 განზომილებიანი სეისმური, გეოფიზიკური მაგნიტური და გრავიტაციული კვლევევბის ჩატარებაა  შესაძლებელი. გემს შეუძლია შეასრულოს სამგანზომილებიანი სეისმური ოპერაციები 8 ათას მეტრამდე სიღრმეზე და ორგანზომილებიანი სეისმური მოქმედებები 15 ათას მეტრამდე სიღრმეზე.


საკვანძო სიტყვები: #ნავტექსი , #ორუჩ რეისი , #გემი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები