გემის Oruç Reis-ის მისიის ვადა 27 აგვისტომდე გახანგრძლივდა

გემის Oruç Reis-ის მისიის ვადა 27 აგვისტომდე გახანგრძლივდა

1477844
გემის Oruç Reis-ის მისიის ვადა 27 აგვისტომდე გახანგრძლივდა

სეისმური კვლევითი გემის Oruç Reis-ის სამუშაო არეალისთვის ახალი Navtex-ი (განცხადება მეზღვაურებისთვის) გამოცხადდა, რომელიც  27 აგვისტომდე გაგრძელდება.

ახალი განცხადებით, მისიის ვადა 4 დღით გაგრძელდა.

მის მიხედვით, Oruç Reis-ი გემებთან ერთად, სახელწოდებით Ataman და Cengiz Han, ჩაატარებს სეისმურ კვლევებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, კვიპროსის ღია წყლებში ადრე გამოცხადებულ რეგიონში.

სეისმური კვლევის გემს Oruç Reis-ს კონტინენტური შელფისა და ბუნებრივი რესურსების ძებნის თაოსნობით შეუძლია განახორციელოს ყველა სახის გეოლოგიური, გეოფიზიკური, ჰიდროგრაფიული და ოკეანოგრაფიული გამოკვლევა.

გემს, რომელიც ერთ – ერთია იშვიათი სრულად აღჭურვილი და მრავალ დანიშნულების კვლევითი გემებიდან, შეუძლია შეასრულოს 2 და 3 განზომილებიანი სეისმური, სიმძიმის და მაგნიტური გეოფიზიკური კვლევები. გემს შეუძლია შეასრულოს სამგანზომილებიანი სეისმური ოპერაცია 8 ათას მეტრამდე სიღრმეზე, ხოლო ორგანზომილებიანი სეისმური მოქმედებები 15 ათას მეტრამდე სიღრმეზე.



მსგავსი ინფორმაციები