"Rover"-ის სახელწოდების კოსმოსური ხომალდი მარსზე გაუშვეს
"Rover"-ის სახელწოდების კოსმოსური ხომალდი მარსზე გაუშვეს
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) "Rover"-ის სახელწოდების კოსმოსური ხომალდი მარსზე გაუშვეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფლორიდის შტატში მდებარე კეიპ კანავერალის საჰაერო ძალების სადგურიდან გატყორცნილი „Rover“-ის მოგზაურიბის დაწყება დედამიწისა და მარსის ორბიტების ერთმენეთთან ყველაზე თავსებად პერიოდოში დაიგეგმა.
ხომალდი, რომელიც 5 წამში აფრინდა დაახლოებით ათასი ტონის პლატფორიდან, 7 თვის მოგზაურობის შემდეგ 2021 წლის 18 თებერვალს მარსზე კრატერ იეზეროზე დაეშვება.
NASA-ს სამეცნიერო მისიის დირექტორატის მენეჯერის მოადგილემ, დოქტორმა, თომას ზურბუხენმა NASA-ს ტელევიზიისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: ”ჩვენ კონტაქტი გვაქვს კოსმოსურ ხომალდთან, ყველაფერი ისეა, როგორც მოსალოდნელი იყო.”
კოსმოსური ხომალდის მისია წითელ პლანეტაზე, რომელიც გაგზავნილია იმის დასადგენად, იყო თუ არა სიცოცხლე მარსზე ან თუ ამჟამად შესაძლებელია თუ არა, მარსის ერთი წელი (687 დღე) გაგრძელდება.
20 ივლისს, არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ 23 ივლისს მარსზე კვლევითი თანამგზავრები გააგზავნეს.
აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც დღემდე 8-ჯერ წარმატებით გააგზავნა კოსმოსური ხომალდი მარსზე, ორი კოსმოსური ხომალდი "InSight" და "Curiosity" კი მარსის ორბიტაზე მუშაობას კვლავ განაგრძობენ.
NASA-ს გრძელვადიანი მიზანია მიაღწიოს ისეთ მასშტაბებს, რომ 2030-იან წლებში მარსზე პილოტიანი კოსმოსური ხომალდის გაგზავნა შესძლოს.