მსოფლიოში ყოველი სამი ბავშვიდან ერთი ტყვიით არის მოწამლული

ანგარიში მომზადებულია ამ სფეროში სიის სათავეში მყოფი ბანგლადეშის, საქართველოს, განას, ინდონეზიის და მექსიკის მაგალითზე

1464921
მსოფლიოში ყოველი სამი ბავშვიდან ერთი ტყვიით არის მოწამლული

მსოფლიოში ყოველი სამი ბავშვიდან ერთი (800 მილიონი) ტყვიით არის მოწამლული.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ "სუფთა დედამიწა", რომელიც მუშაობს გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) გარემოს დაბინძურების შესახებ, გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით "ტოქსიკური ჭეშმარიტება: ბავშვები ტყვიით დაბინძურების წინაშე არიან, რაც ზიანს აყენებს პოტენციურ თაობას".

ანგარიშის თანახმად, რომელიც მომზადებულია ამ სფეროში სიის სათავეში მყოფი ბანგლადეშის, საქართველოს, განას, ინდონეზიის და მექსიკის მაგალითზე, მსოფლიოს მასშტაბით ყოველი 3 ბავშვიდან 1-ს ყოველ ერთ დეცილიტრ სისხლში 5 მიკროგრამი ტყვია აქვს.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ეს მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 800 მილიონს ბავშვს უდრის და ამ ბავშვების ნახევარი სამხრეთ აზიაში ცხოვრობს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ტყვიით დაბინძურება ბავშვების ტვინს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს და განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვებში იწვევს  ნევროლოგიურ, შემეცნებით და ფიზიკურ დარღვევებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება.

ანგარიშში დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის გაზრდის გამო ტყვია-მჟავის ბატარეების გადამუშავების წესების გარეშე გადაყრა, ბავშვებში მოწამვლის ყველაზე დიდ მიზეზადაა დასახელებული.

ტყვიით დაბინძურების გამომწვევ სხვა ფაქტორებად ასევე დასახელებულია ტყვიის წყლის მილები, საღებავები, დაკონსერვებული საკვები, კოსმეტიკური პროდუქცია და ზოგიერთი სათამაშო.



მსგავსი ინფორმაციები