თურქეთის მიერ სერბეთის სანჯაქის რეგიონში გაგზავნილი სამედიცინო დახმარება ქალაქ ნოვი პაზარში ჩავიდა

თურქეთის მიერ სერბეთის სანჯაქის რეგიონში გაგზავნილი სამედიცინო დახმარება ქალაქ ნოვი პაზარში ჩავიდა

1449127
თურქეთის მიერ სერბეთის სანჯაქის რეგიონში გაგზავნილი სამედიცინო დახმარება ქალაქ ნოვი პაზარში ჩავიდა

თურქეთის მიერ, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდი-19) ეპიდემიის გამო სერიოზული სირთულეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სერბეთის სანჯაქის რეგიონში გაგზავნილი სამედიცინო დახმარება, ქალაქ ნოვი პაზარში ჩავიდა.

დედაქალაქ ბელგრადიდან ნოვი პაზარში ტრაილერებით ჩატანილი დახმარების ყუთები, ქალაქის მაცხოვრებლების დახმარებით ნოვი პაზარის საავადმყოფოში გადაზიდეს.

რეგიონის უდიდესი ქალაქის ნოვი პაზარის თაოსნობით სანჯაქში ვითარების გაუარესების გამო, ბოსნიელთა ეროვნული საბჭოს (BNV) თავმჯდომარემ ჟასმინა კურიჩმა წერილი გაუგზავნა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და დახმარება სთხოვა. დახმარების მიღების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში კურიჩმა თურქეთსა და თურქ ხალხს მადლობა გადაუხადა.

კურიჩის თქმით, ისინი მადლიერები არიან, რომ დახმარების თხოვნა უპასუხოდ არ დარჩა და დასძინა: "ეს ძალიან დიდი დახმარებაა ჩვენთვის. იმედი მაქვს, რომ ეს დახმარება შეამცირებს დაავადების გავლენებს და რეგიონში ყველა ექიმამდე მიაღწევს."

მან ასევე დასძინა, რომ თურქეთიდან სანჯაქში დახმარებისთვის ექიმებიც ჩავლენ და დაამატა: „წარმოშობით სანჯაქელი მრავალი მოხალისე ექიმია, რომელთაც სურთ აქ ჩამოსვლა და კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შეტანა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ორ ქვეყანას შორის ადმინისტრაციული პროცედურების დასრულების შემდეგ, ისინი აქ ჩამოვლენ და დახმარების ხელს გამოგვიწვდიან.“



მსგავსი ინფორმაციები