ჯანმო აცხადებს, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლაში 12 თვეში 31.3 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო

ჯანმო აცხადებს, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლაში 12 თვეში 31.3 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო

1444243
ჯანმო აცხადებს, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლაში 12 თვეში 31.3 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელობით ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიასთან ბრძოლის კოალიციის განცხადებით, მომდევნო 12 თვეში ტესტირების, მკურნალობისა და ვაქცინისთვის 31.3 მილიარდი აშშ დოლარი იქნება საჭირო.

ვიდეო კონფერენციის მეთოდით ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელსაც გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსიც ესწრებოდა, პროგრამა "ACT-Accelerator"-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ნგოზი ოქონჟო-ივეალამ განაცხადა: ”დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში დიაგნოზირებისა და მკურნალობისთვის 12 თვეზე მეტი დრო და  ვაქცინისთვის 18 თვეა საჭირო.”ჯა

მსოფლიო ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ოკონჟო-ივეალამ განაცხადა, რომ კოალიციას 31.3 მილიარდი დოლარი დასჭირდება ტესტირების, მკურნალობისა და ვაქცინისთვის მომდევნო 12 თვის განმავლობაში, მაგრამ ჯერ მხოლოდ 3,4 მილიარდი დოლარი შეგროვდა.



მსგავსი ინფორმაციები