თურქული წარმოების სასუნთქი აპარატები ბრაზილიის საავადმყოფოებშია

თურქული წარმოების სასუნთქი აპარატები ბრაზილიის საავადმყოფოებშია

1439711
თურქული წარმოების სასუნთქი აპარატები ბრაზილიის საავადმყოფოებშია

ბრაზილიის სან პაოლოს შტატში მდებარე ბუტანტას ინსტიტუტმა, მას შემდეგ რაც ვერ მიიღო ჩინეთში შეკვეთილი სასუნთქი აპარატები, თურქეთში წარმოებული აპარატებს იმპორტი განახორციელა.

ბრაზილიამ, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის გამო  თითქმის 48 ათასი ადამიანი დაიღუპა და 978 ათასზე მეტი დაავადდა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში გადაუდებელი საჭიროების დასაკმაყოფილებლად საზღვარგარეთიდან სასუნთქი ტექნიკის იმპორტი დაიწყო.

ბრაზილიის ხელისუფლებამ, მას შემდეგ რაც ჩინეთში შეკვეთილი მოწყობილობები ვერ მიიღო, სასწრაფოდ და უპრობლემოდ სასუნთქი აპარტების მისაღებად თურქეთს მიმართა.

მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა თურქეთში წარმოებული და ექსპორტზე ბრაზილიაში გაგზავნილია სასუნთქი აპარატების ფოტო Twitter– ით გააზიარა წარწერით: „თურქეთიდან 11 ათასი კილომეტრის დაშორებით მდებარე საავადმყოფოში წარწერის ნახვა 'დამზადებულია თურქეთში' ხომ საამაყოა? "



მსგავსი ინფორმაციები