ჯანმო: გრძელდება კვლევა იმის დასადგენად გადადის თუ არა "ასიმპტომური" პაციენტებიდან ვირუსი

ჯანმო: გრძელდება კვლევა იმის დასადგენად გადადის თუ არა "ასიმპტომური" პაციენტებიდან ვირუსი

1433932
ჯანმო: გრძელდება კვლევა იმის დასადგენად გადადის თუ არა "ასიმპტომური" პაციენტებიდან ვირუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიუსის თქმით, მიმდინარეობს კვლევა იმის დასადგენად გადადის თუ არა ვირუსი ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) დაავადების ნიშნების არმქონე „ასიმპტომური“ პაციენტებისგან.

გებრეისუსმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მდებარე ცენტრში ვიდეო კონფერენციის საშუალებით პრესკონფერენცია გამართა.

მისი თქმით, კოვიდ-19 ახალი ვირუსია, მის შესახებ ბევრი რამ ისწავლეს, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის, რაც არ იციან.

გებრეისუსმა აღნიშნა, რომ ისინი ყოველ კვირაში უშუალოდ ესაუბრებიან წევრი სახელმწიფოებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს და აგრძელებენ მსოფლიო საზოგადოების ინფორმირებას კოვიდ-19- ის ბოლოდროინდელ სამეცნიერო მტკიცებულებების და ეპიდემიის ევოლუციის შესახებ.

იგი ასევე შეეხო დისკუსიებს კოვიდ-19-ის მატარებელი „ასიმპტომური“ პაციენტებიდან ვირუსის გადადება არ გადადების თაობაზე და აღნიშნა: „თებერვლის დასაწყისიდან ჩვენ ვთქვით, რომ ასიმპტომურ ადამიანებს შეუძლიათ კოვიდ -19-ის გადაცემა, მაგრამ საჭიროა მეტი გამოკვლევა, რომ განვსაზღვროთ ასიმპტომური გადაცემის ხარისხი. ეს კვლევა ისევ გრძელდება.“



მსგავსი ინფორმაციები