SpaceX- ის დრაკონის კაფსულა, სკს-ს შეუპირისპირდა

ნასამ იგი გუშინწინ გატყორცნა

1427153
SpaceX- ის დრაკონის კაფსულა, სკს-ს შეუპირისპირდა

ელონ მასკის კუთვნილი კერძო კომპანიის, SpaceX-ის დრაკონის კაფსულა, რომელშიც ამერიკელი ასტრონავტები დუგ ჰარლი და ბობ ბეჰნკენი იმყოფებიან, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს შეუპირისპირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს კაფსულა, ასტრონავტების დახმარების გარეშე, ე.ი. ავტომატურად მიემართებოდა სადგურისკენ და შეპირისპირება მოხდა ჩინეთ-მონღოლეთის საზღვრის საჰაერო სივრცეში, 422 კილომეტრის სიმაღლეზე. ჰურლი და ბეჰნკენი, სანამ სკს-ზე მყოფ რუს და ამერიკელ კოსმონავტებს შეხვდებიან, მანამდე  ვალდებულნი არიან, დაელოდონ გაჟონვის და ზეწოლის კონტროლის შედეგებს. როგორც ცნობილია, SpaceX-ის დრაკონის კაფსულა, NASA-ს ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გუშინწინ წარმატებით გააგზავნეს ორბიტაზე და ეს გატყორცნა პირდაპირ ეთერით გადაიცემოდა როგორც მრავალი ამერიკული სატელევიზიო არხით, ასევე NASA- ს და SpaceX-ის სოციალური მედიის ანგარიშებიდანაც



მსგავსი ინფორმაციები