SpaceX-ის ისტორიული გაფრენა წარმატებით განხორციელდა

SpaceX-ის ისტორიული გაფრენა წარმატებით განხორციელდა

1426472
SpaceX-ის ისტორიული გაფრენა წარმატებით განხორციელდა

ამერიკის შეერთებული შტატების, ფლორიდის შტატიდან SpaceX-მა და NASA-მ კოსმოსში ისტორიაში პირველად კერძო ხომალდი Crew Dragon-ი გაუშვეს. კოსმოსში, ისტორიული გაშვება, რომელიც ადგილობრივი დროით 15:22 საათზე განხორციელდა, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ხომალდში ასტრონავტები ბობ ბენკენი და დუგ ჰარლი სხედან. გაფრენა წარმატებით განხორციელდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები კერძო კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტით გაემგზავრნენ. 2011 წლის შემდეგ ეს პირველი მისიაა, რომელმაც ადამიანები ორბიტაზე ამერიკის მიწიდან უნდა გაიყვანოს. მისიის ფარგლებში, Crew Dragon-ის რაკეტა, პირველი კომერციული ხომალდია, რომელსაც ადამიანების კოსმოსში გაყვანა შეუძლია.



მსგავსი ინფორმაციები