პრეზიდენტმა შავ ზღვაში საბურღი სამუშაოებისთვის მიმავალი საბურღი გემი „ფათიჰი“ გააცილა

პრეზიდენტმა შავ ზღვაში საბურღი სამუშაოებისთვის მიმავალი საბურღი გემი „ფათიჰი“ გააცილა

1426042
პრეზიდენტმა შავ ზღვაში საბურღი სამუშაოებისთვის მიმავალი საბურღი გემი „ფათიჰი“ გააცილა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შავ ზღვაში საბურღი სამუშაოების შესრულებისთვის გასამგზავრებელი საბურღი გემი „ფათიჰი“ გააცილა.

თურქეთის პირველი ადგილობრივი საბურღი გემი „ფათიჰი“ შავ ზღვაში საბურღი ოპერაციების ჩასატარებლად სტამბოლის (ოსმალეთის იმპერატორის ფათიჰ სულთან მეჰმედის მიერ) აღების 567-ე წლისთავზე გაემგზავრა.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბურღი გემი სანაპირო დაცვის ნავიდან გააცილა.

„კარგი მოგზაურობა შავი ზღვისკენ. ღმერთმა ჰქნას, რომ გაბურღვითი სამუშაოები ბარაქიანი იყოს. კეთილი მგზავრობა. დაე, ღმერთმა დაგიცვათ ყოველგვარი უბედურებისგან.“ - მიმართა პრეზიდენამა გემის ეკიპაჟს.

ეკიპაჟმა კი ერდოღანის მისალმებას გემის საყვირით და სირენებით უპასუხა.



მსგავსი ინფორმაციები