AKINCI-ს  დოკუმენტური ფილმი დღეს TRT Haber-ზე გაშუქდება

თურქეთის მიერ ეროვნული წარმოების უპილოტო საჰაერო მოიერიშე თვითმფრინავის დოკუმენტური ფილმი დღეს TRT Haber-ზე გაშუქდება

1423281
AKINCI-ს  დოკუმენტური ფილმი დღეს TRT Haber-ზე გაშუქდება

თურქეთის სამამულე და ეროვნული წარმოების უპილოტო საჰაერო მოიერიშე თვითმფრინავი სახელწოდებით, AKINCI-ს/აქინჯი, რომელმაც სრული ექსპლუატაციისათვის წარმატებით გაიარა ყველა ტესტი, მის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმი დღეს, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT Haber-ის არხზე გაშუქდება. დოკუმენტურ ფილმში, თურქეთის საავიაციო ინდუსტრიაში მიღწეულ დონეზეა გამახვულებული ყურადღება.  AKINCI-ს, რომლის დამზადებაც 15 თვეს გაგრძელდა, დღეს ტელეარხ TRT Haber-ზე თურქეთის დროით 21:00 საათზე გაშუქდება.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული წარმოების უპილოტო საჰაერო მოიერიშე თვითმფრინავ,  AKINCI-ს  ჰაერში დარჩენა შეუძლია 24 საათის განმავლობაში და ადის 40 ათასი ფუტის სიმაღლეზე რა, შეუძლია ცაში გადაიტანოს 1350 კგ ტვირთი. მას ასევე აქვს მოწინავე ხელოვნური ინტელექტის თვისებები, შეუძლია ინფორმაციის შეგროვება სენსორებისა და კამერებიდან მიღებული ჩანაწერებით, რასაც იგი შესძლებს 3 ხელოვნური სადაზვერვო კომპიუტერის საშუალებით. თურქულ უპილოტო თვითმფრინავს ასევე აქვს მეტეოროლოგიური რადარი და მრავალ დანიშნულების საჰაერო პლატფორმაც, ასე რომ, ამ შესაძლებლობებით იგი თავის კლასში პირველია.



მსგავსი ინფორმაციები