რუსეთი აშშ-ს ღია ცის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ოფიციალურ შეტყობინებას ელოდება

რუსეთი აშშ-ს ღია ცის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ოფიციალურ შეტყობინებას ელოდება

1421749
რუსეთი აშშ-ს ღია ცის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ოფიციალურ შეტყობინებას ელოდება

რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატების ღია ცის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ოფიციალურ შეტყობინებას ელოდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ სახელმწიფო არხ Rossiya-24-თან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „აშშ-ის შეთანხმებიდან გავსლის თაობაზე დიპლომატიური წყაროებიდან ოფიციალური შეტყობინება ან განცხადება რუსეთის მხარეს არ მიუღია. რუსეთი საკუთარი პოზიიცის ჩამოსაყალიბებლად აშშ-ის ამ საკითხზე პოზიციის დაზუსტებას ელოდება.“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ კი სააგენტო „ტასს“-თან განაცხადა: „აშშ-ის ამ შეთანხმებიდან გასვლა ახალი დარტყმა იქნება ევროპის სტაბილურობისა და სამხედრო უსაფრთხოებისათვის.“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღის კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იერმაკოვმა კი თქვა, რომ ამერიკის შეთანხმებიდან გასვლის შემთხვევისთვის „ბ გეგმა“ აქვთ.

 


საკვანძო სიტყვები: #ღია ცის შეთანხმება , #აშშ , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები