ირანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გაეროში უჩივლა

ირანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გაეროში უჩივლა

1419580
ირანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გაეროში უჩივლა

ირანმა, ვენესუელაში ნავთობის ტრანსპორტირებაში ხელის შეშლის მცდელობსი გამო ამერიკის შეერთებულ შტატებს გაეროში უჩივლა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრიში გაკეთებული განცხადების  მიხედვით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯევად ზარიფმა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერესს წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამია: „ ამერიკის შეერთებული შტატების არალეგალური და პროვოკაციული მუქარები, მეკობრეობის ის ფორმაა, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს მსოფლიოში ძალაუფლების გამოყენება და პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართლის წესს, განსაკუთრებით ღია ზღვებში გადაზიდვების თავისუფლებას.“

მინისტრმა ზარიფმა განაცხადა, რომ აშშ-ს აღნიშნული მუქარების წინააღმდეგ ირანი საჭირო ზომებს გაატარებს.


საკვანძო სიტყვები: #გაერო , #აშშ , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები