ნიგერიაში „ამოუცნობი დაავადებით“ 10 დღეში ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში „ამოუცნობი დაავადებით“ 10 დღეში ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

1411629
ნიგერიაში „ამოუცნობი დაავადებით“ 10 დღეში ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ აფრიკის ქვეყანა ნიგერიაში „ამოუცნობი დაავადებით“ გარდაცვალების შემთხვევები ისევ ხდება.

ქვეყნის პროვინცია ჯიგავაში „ამოუცნობი დაავადებით“ 10 დღეში ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

შტატის ჯანდაცვის სამსახურის დირექტორმა აბა ზაკარიმ განაცხადა, რომ დაავადების გამოსაკვლევად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან რეგიონში ჯგუფი ჩავიდა და დაამატა: „ჯერ ადრეა იმის სათქმელად არის თუ არა ეს ახალი ტიპის კორონავირუსი (კოვიდ-19) მაგრამ ჯგუფმა მუშაობა დაიწყო.“

ქვეყნის შტატ კანოში გასული თვის დასაწყისში „ამოუცნობი დაავადების“ გამო 3 დღეში დაახლოებით 150 ადამიანი დაიღუპა.

ნიგერიაში დღემდე კოვიდ-19-ის გამო 93 ადამიანი დაიღუპა და 2 ათას 802 დაინფიცირდა


საკვანძო სიტყვები: #ამოუცნობი დაავადება , #ნიგერია

მსგავსი ინფორმაციები