პომპეო აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის ვუჰანის ლაბორატორიიდან გავრცელების მტკიცებულებები არსებობს

პომპეო აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის ვუჰანის ლაბორატორიიდან გავრცელების მტკიცებულებები არსებობს

1410117
პომპეო აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის ვუჰანის ლაბორატორიიდან გავრცელების მტკიცებულებები არსებობს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ჩინეთის ქალაქ ვუჰანში მდებარე ლაბორატორიიდან გავრცელების შესახებ ბევრი მტკიცებულება არსებობს.

პომპეომ, ამერიკული საინფორმაციო არხის ABC News– ის ეთერით, კოვიდ-19-ის ეპიდემიასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა.

მან თქვა, რომ ჩინეთის მთავრობა შეეცადა საერთაშორისო სააგენტოებში მომუშავე ჟურნალისტები ქვეყნიდან გაეძევებინა, გაეჩუმებინა ექიმები, რომლებიც გაფრთხილებებს აკეთებდნენ, ამით დაემალა ვუჰანში გაჩენილი ვირუსი, რამაც მსოფლიოში გავლენა იქონია ასობით ათას ადამიანზე.

პომპეოს თქმით, არსებობს ჩინეთის ხელისუფლების ამ მცდელობის ნათელი მტკიცებულებები და დაამატა: „პრეზიდენტი ტრამპი ამ საკითხში საკმადო ღიაა. ჩვენს მიერ დადგენილ დროს პასუხისმგებელ პირებს პასუხს მოვთხოვთ... ჩინეთს აქვს დაბალი სტანდარტების ლაბორატორიებით მსოფლიოს დაინფიცირების ისტორია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინური ლაბორატორიის წარუმატელობის შედეგად ჩვენ ვირუსების წინაშე აღმოვჩნდით. სადაზვერვო სააგენტოებმა უნდა განაგრძონ ამაზე მუშაობა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ ეს (კოვიდ-19) გამოვიდა ვუჰანში მდებარე ლაბორატორიიდან.“



მსგავსი ინფორმაციები