თურქეთის მხარდაჭერით განახლებული ბათუმის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრად იქცა

თურქეთის მხარდაჭერით განახლებული ბათუმის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრად იქცა

1377735
თურქეთის მხარდაჭერით განახლებული ბათუმის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრად იქცა
gurcistan hastane.jpg
gurcistan hastane.jpg
gurcistan hastane.jpg

თურქეთმა ახალი ტიპის კორონავირუსის Kovid-19-ის წინააღმდეგ წარმოებული სამაგალითო მუშაობა საზღვრებს გარეთ გადაიტანა და მეზობელ სახელმწიფოს საქართველოს დაეხმარა.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მხარდაჭერით განახლებული და 22 ნოემბერს გახსნილი ბათუმის ინფექციური საავადმყოფო ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრად იქცა.

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ განაცხადა: „შესაბამისი ყველა დაწესებულება და ორგანიზაცია ეფექტური თანამშრომლობითა და ინტენსიური ძალისხმევით მუშაობას ვაგრძელებთ. ეს ვირუსი გლობალური პრობლემაა. ამის გამო ჩვენს ქვეყანაში ვირუსის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის გაზიარება, რაც შეგვიძლია დახმარება, ადამიანური მოვალეობაა.“  

TİKA-ს მიერ განახლებული ბათუმის ინფექციური საავადმყოფოთი 980 ათასამდე ადამიანი სარგებლობს.

TİKA-ს მხარდაჭერით ამასთანავე 18 ექიმმა და 20 ექთანმა გასულ წელში აღჭურვილობის გამოყენების თაობაზე ტრენინგები გაიარა.



მსგავსი ინფორმაციები