კომუნიკაციების დეპარტამენტმა Kovid-19-თან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

კომუნიკაციების დეპარტამენტმა Kovid-19-თან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

1364971
კომუნიკაციების დეპარტამენტმა Kovid-19-თან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

კომუნიკაციების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „თურქეთში ახალი კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების“ თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

კომუნიკაციების დეპარტამენტის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაჩენილი Kovid-19 (ახალი კორონავირუსის) ეპიდემიის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკა, ჯანდაცვის სამინისტროს თაოსნობით ყველა ორგანიზაცია და დაწესებულება ყველა აუცილებელ ზომას ატარებს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ყველა სამუშაო და ღონისძიება ხორციელდება ზედმიწევნით, რათა ეპიდემია არ გავრცელდეს ქვეყნის საზღვრებს შიგნით.

"ბოლო მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში არ არის დაფიქსირებული ახალი კორონავირუსის შემთხვევა. სოციალურ ქსელებში თურქეთში ახალი კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ ასახვას. ჩვენს მედია ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს და ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვთ გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს თაოსნობით ოფიციალური წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაცია და არ მიაქციონ ყურადღება მათ გარდა სხვების მიერ გავრცელებულ განცხადებებსა და ბრალდებებს."-აღნიშნულია განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები