ჩინეთში დაღუპულთა რიცხვი 2005-მდე გაიზარდა

ჩინეთში დაღუპულთა რიცხვი 2005-მდე გაიზარდა

1362626
ჩინეთში დაღუპულთა რიცხვი 2005-მდე გაიზარდა

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის Covid-19-ის ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2005-მდე გაიზარდა და მათ შორის ერთი ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში გარდაიცვალა.

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის განცხადებით, ქვეყანაში დადასტურებული დაავადების შემთხვევების რაოდენობა 74 ათას 185-მდე გაიზარდა და მათგან 11 ათას 977-ის მდგომარეობა მძიმეა.  

ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ვუჰანის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ლიუ ზიმინგიც ვირუსის სიმპტომებით გარდაიცვალა.

ექიმი ლივენლიანგი, რომელმაც ვირუსის შესახებ ამცნო მსოფლიოს თვის დასაწყისში, ხუთშაბათს ერთ-ერთი საავადმყოფოს ყოფილი დირექტორის ჰუ დეპუ ასევე ვირუსით დაიღუპნენ.  

ამავდროულად, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ Covid-19-ის ეპიდემიის მდგომარეობა ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ეშინიათ ვირუსი არ გავრცელდეს აფრიკის კონტინენტზე მდებარე ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის სისტემა განვითარებული არ არის.

„რისკი ძალიან დიდია და მსოფლიო მისთვის მზად უნდა იყოს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მუშაობს იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს ასეთ შემთხვევაში“ - აღნიშნა გუტიერესმა.


საკვანძო სიტყვები: #Covid-19 , #covid-19 , #კორონავირუსი , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები