ჩინეთში ქაღალდის ფულის დეზინფექცია ხდება

ჩინეთში ქაღალდის ფულის დეზინფექცია ხდება

1360842
ჩინეთში ქაღალდის ფულის დეზინფექცია ხდება

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის (Kovid-19) ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ქაღალდის ფულის დეზინფექცია ხდება.

საინფორმაციო სააგენტო „სინჰუა“-ს ცნობით, ჩინეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Kovid-19-ის გავრცელების აღსაკვეთად გამოყენებულ ბანკნოტებს „კარანტინში“ აქცევენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ულტრაიისფერი სხივებით და მაღალი ტემპერატურით დეზინფექცირებული ბანკნოტები სეიფებში 7-14 დღის განმავლობაში იქნება დაცული.

აქვე აღინიშნულია, რომ ბანკებს შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებს ახალი გამოუყენებელი ფული მისცენ და "კარანტინში" მოქცეულ ბანკნოტებს დაკვირვების პერიოდის დასრულების შემდეგ მიმოქცევაში ჩაუშვებენ.



მსგავსი ინფორმაციები