ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცამ ახალი ტიპის კორონავირუსს „Covid-19" უწოდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცამ ახალი ტიპის კორონავირუსს „Covid-19" უწოდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცამ ახალი ტიპის კორონავირუსს „Covid-19" უწოდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჩინეთში გავრცელებულ ახალი ტიპის კორონავირუსს (2019-nCoV) „Covid-19" უწოდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა, ორგანიზაციის ჟენევაში მდებარე ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ახლა ჩვენ დაავადებისთვის სახელი გვაქვს და ეს არის Covid -19”.

”ჩვენ უნდა მოგვეძებნა ისეთი სახელი, რომელიც არ დაუკავშირდებოდა რომელიმე გეოგრაფიულ ადგილს, ცხოველს, ინდივიდს, ან ადამიანთა ჯგუფს.“-აღნიშნა გებრეიესუსმა და დაამატა, რომ ვირუსისთვის ახალი სახელის მიცემა „მცდარი ან სტიგმატიზირებული" სხვა სახელების გამოყენების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანი იყო.

გებრეიესუსმა ყველა ქვეყანას ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად "მაქსიმალურად აგრესიულად ბრძოლისკენ" მოუწოდა და აღნიშნა, რომ პირველი ვაქცინის შექმნა შეიძლება 18 თვეში დასრულდეს.



მსგავსი ინფორმაციები