კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 909-მდე გაიზარდა

კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 909-მდე გაიზარდა

კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 909-მდე გაიზარდა

ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 909-მდე, ხოლო ვირუსით დაავადებულთა რიცხვი 40 ათას 171-მდე გაიზარდა.

ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთელს ქვეყანაში ეპიდემიით, რომლის ახალ სახელადაც „ახალი ტიპის კორონავირუსის პნევმონია“ გამოცხადდა, დაღუპულთა რიცხვი ჰონგ-კონგის ჩათვლით 909-მდე, ხოლო ვირუსით დაავადებულთა რიცხვი 40 ათას 171-მდე გაიზარდა და მათგან მძიმე მდგომარეობაში დაახლოებით 6500 ადამიანია.

მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ 97 ადამიანი დაიღუპა, რითაც ბოლო 24 საათის განმავლობაში NCP-ის ეპიდემიის გამო ყველაზე დიდი რაოდენობით ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გამოვლენილია 3 ათას 62 კორონავირუსით დაავადების ახალი შემთხვევა.

ჩინეთის მატერიკის გარეთ ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში დაავადების შემთხვევა 36-მდე გაიზარდა, ხოლო მაკაოს სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში კი 10 შემთხვეა დაფიქსირდა.

NCP–ით ერთ თვეში იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა ვიდრე SARS– ით ერთი წლის განმავლობაში.

მსოფლიოში 2002–2003 წლებში გავრცელებული SARS–ის ეპიდემიით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 774 ადამიანი გარდაიცვალა ძირითადად ჩინეთში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ "საგანგებო" მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ რაც 2019 წლის 12 დეკემბერს ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ ვუჰანში კორონავირუსი დაფიქსირდა და მცირე დროში სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში გავრცელდა.


საკვანძო სიტყვები: კორონავირუსი , ეპიდემია , ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები