ერდოღანი: ”ჩვენ, ჩვენს ქვეყანას გარადავქმნით მსოფლიო ბრენდად კიბერ უსაფრთხოებაში"

ერდოღანი: ”ჩვენ, ჩვენს ქვეყანას გარადავქმნით მსოფლიო ბრენდად კიბერ უსაფრთხოებაში"

ერდოღანი: ”ჩვენ, ჩვენს ქვეყანას გარადავქმნით მსოფლიო ბრენდად კიბერ უსაფრთხოებაში"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს კიბერ უსაფრთხოებაში მსოფლიო მარკად გადააქცევენ.

ერდოღანი დედაქალაქ ანკარაში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების ორგანიზაციის კიბერ დანაშაულებებზე რეაგირების ეროვნული ცენტრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ადგილობრივი 5G ტექნოლოგიის ინფრასტრუქტურის შექმნამდე 5G-ზე გადასვლა ვერ მოხდება.

”როგორც ჩვენი საზღვრების უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი, ასევეა ელექტრონული სისტემების და იქ შენახული მონაცემები უსაფრთხოება... ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ საჯარო და კერძო სექტორის მონაცემთა ცენტრები. ველოდები, რომ ჩვენი შესაბამისი ინსტიტუტები სწრაფად დაასრულებენ სამუშაოებს.”- აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ჭკვიან სისტემებზე გამოყენებული თავდასხმების მოგერიების გზა უფრო ჭკვიანი სისტემების შემუშავება და გამოყენებაა.

”ჩვენ, ჩვენს ქვეყანას გარადავქმნით მსოფლიო ბრენდად კიბერ უსაფრთხოებაში...  დასრულდა ჩვენი პირველი შიდა საკომუნიკაციო სატელიტის Türksat 6A-s დიზაინი, მიმდინარეობს საინჟინრო სამუშაოები. ჩვენ ვგეგმავთ მის კოსმოსში 2022 წელს გაშვებას.“-განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.


საკვანძო სიტყვები: კიბერ უსაფრთხოება , ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები