ჩინეთი კორონავირუსის გამო ონლაინ ლექციების სისტემაზე გადადის

ჩინეთი კორონავირუსის გამო ონლაინ ლექციების სისტემაზე გადადის

1355065
ჩინეთი კორონავირუსის გამო ონლაინ ლექციების სისტემაზე გადადის

ხელისუფლება, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ტიპის კორონავირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილებას, რომელიც წარმოიშვა ჩინეთის ქალაქ ვუჰანში და ასობით ათასი ადამიანი დაინფიცირდა, იწყებს ონლაინ ლექციების სისტემას, რათა სტუდენტებმა გააგრძელონ განათლების მიღება.

ჩინეთის მთავრობა დგამს ნაბიჯებს, რათა 28 ქვეყანაში გავრცელებული ვირუსის მიერ გამოწვეული მსხვერპლი შეაჩეროს. ამ ჩარჩოებში, უნივერსიტეტები ქვეყნის მასშტაბით საგაზაფხულო პერიოდში "ონლაინ ლექციების" სისტემაზე გადადიან.

ზოგიერთი უნივერსიტეტის მიერ სტუდენტებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ შეუძლებელია კორონავირუსის გამო სტუდენტებთან ლექციების ჩატარება, მაგრამ სწავლის პროცესის ჩვეულებრივად გასაგრძელებლად და სემესტრის არ გასახანგრძლივლებლად მომდევნო შეტყობინების მიღებამდე, ლექციები ინტერნეტით ჩატარდება.

შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ ლექციების ხარისხში ცვლილებები არ მოხდება.

იმავდროულად, ქვეყანაში ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 637-მდე გაიზარდა.

ვირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობა 31 161-მდე გაიზარდა და აქედან 4821-ის მდგომარეობა მძიმეა. სავარაუდო დაავადებული ადამიანების რიცხვი 26 359, ხოლო მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოებიდან გაწერილი პაციენტების რაოდენობა 1540-ია.



მსგავსი ინფორმაციები