ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 361-მდე გაიზარდა

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 361-მდე გაიზარდა

1351947
ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 361-მდე გაიზარდა

დეკემბერში ჩინეთში ქალაქ ვუხანში გაჩენილი და მთელ ქვეყანაში გავრცელებული ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 361-მდე გაიზარდა.

ჯანდაცვის ეროვნული კომისიის წერილობითი განცხადების თანახმად, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 17,205-მდე გაიზარდა, აქედან 2 ათას 296-ის მდგომარეობა მძიმეა.

სავარაუდო ინფიცირებულთა რიცხვი 21 ათას 558-ს შეადგენს, დაკვირვების ქვეშ კი 152 ათას 700 ადამიანი იმყოფება.

ჩინეთის გარდა ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში, მაკაუს სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში 8-მდე  და ტაივანში კი 10-მდე.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #ვირუსი , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები