ახალი კვლევის თანახმად მაწონი გრიპის ან გაციებისგან დაცვას უზრუნველყოფს

ახალი კვლევის თანახმად მაწონი გრიპის ან გაციებისგან დაცვას უზრუნველყოფს

1344195
ახალი კვლევის თანახმად მაწონი გრიპის ან გაციებისგან დაცვას უზრუნველყოფს

ჰათაის მუსტაფა ქემალის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამედიცინო მიკრობიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის პროფესორ ნიზამი დურანისა და მისი გუნდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მაწონი და მისი წვენი გრიპის ან გაციებისგან დაცვას უზრუნველყოფს.

პროფესორმა დურანმა განაცხადა, რომ მათ გრიპისგან დაცვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დასკვნები გააკეთეს.

დურანმა აღნიშნა, რომ ისინი მუშაობენ მაწონსა და მის წვენზე, რომელიც ბევრ ბაქტერიას შეიცავს.

„მაწვნის ბაქტერიებში ცხოველთა ექსპერიმენტებში ძალიან გასაოცარი შედეგები მივიღეთ. ინფექციებისგან დაცვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა არის ჩვენი იმუნური სისტემის მიერ  წარმოებული იმუნოგლობულინები, ანუ ანტისხეულები. ჩვენს კვლევებში აღმოვაჩინეთ, რომ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით დამცავი ანტისხეულები (დამცავი სითხეები), 2-დან 10-ჯერ უფრო მაღალია იმ ცხოველებში, რომლებიც რეგულარულად იკვებებოდნენ მაწვნის ბაქტერიებით. ეს ნიშნავს, რომ მაწვნით გამოკვებილი არსებები 10-ჯერ მეტად არიან დაცული გრიპის თაოსნობით ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისგან.“-განაცხადა პროფესორმა დურანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გრიპი არის სერიოზული რესპირატორული დაავადება და მათ ჩატარებული კვლევებით დაადგინეს, რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ბაქტერიების მქონე მინიმუმ 24 საათის განმავლობაში ფერმენტირებული მაწვნის და მისი წვენის მოხმარება, გრიპის თაოსნობით მსგავსი რესპირატორული ინფექციებისგან იცავს ადამიანებს.


საკვანძო სიტყვები: #მაწონი , #გაციება , #გრიპი

მსგავსი ინფორმაციები