მექსიკაში მიწისძვრა მოხდა

მექსიკის ოახაკას შტატში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

1342546
მექსიკაში მიწისძვრა მოხდა

მექსიკის ოახაკას შტატში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრის (USGS) განცხადებით, 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრიც სანტიაგოს იქსტალტეპეკის რეგიონის სამხრეთ-დასავლეთით 5,9 კილომეტრში იყო, მიწის ზედაპირიდან 27.4 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ოახაკას შტატის სახელმწიფო სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მიწისძვრის შედეგად რეგიონს ზიანი მიადგა, მაგრამ ზარალის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გააზიარა.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #მექსიკა

მსგავსი ინფორმაციები