SpaceX–მა ორბიტაზე ერთდროულად 60 თანამგზავრი გააგზავნა

ისინი ინტერნეტებისათვის სიგნალებს გადმოსცემენ

SpaceX–მა ორბიტაზე ერთდროულად 60 თანამგზავრი გააგზავნა

 

ამერიკულმა სარაკეტო და კოსმოსური შატლის მწარმოებელმა კომპანია SpaceX–მა ორბიტაზე ერთდროულად 60 თანამგზავრი გააგზავნა. Space.com–ის ინფორმაციის მიხედვით, წუხელ, გვიან ღამით, კაპე კანავერალის კოსმოსური სადგურიდან გატყორცნილი Falcon 9 ტიპის რაკეტით, ორბიტაზე Starlink–ის სახელწოდების თანამგზავრები გაიგზავნა და ისინი დაპროექტებულნი არიან ინტერნეტებისათვის სიგნალების გადმოსაცემად. ამით, SpaceX–ის კუთვნილი სატელიტური თანამგზავრების რაოდენობამ ორბიტაზე 180 მიაღწია და ეს კომპანია გახდა ორბიტაზე უდიდესი სატელიტური ფლოტის პატრონი. “კომერციული მიწოდების სერვისების“ პროგრამის ფარგლებში, ამ კომპანიას, დრაგონის სახელწოდების სატვირთო თანამგზავრებით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე საჭირო ტვირთებიც გადააქვს



მსგავსი ინფორმაციები