ირანში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ირანში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

1333154
ირანში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ირანის აღმოსავლეთში რეზევი ხორასანის პროვინციის ქალაქ სენგანში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

თეირანის უნივერსიტეტის სეისმური ცენტრის განცხადების მიხედვით, 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრიც რეზევი ხორასანის პროვინციის ქალაქ სენგანში მდებარეობდა, ადგილობრივი დროით 07.59 საათზე მოხდა.  

განცხადების თანახმად, მიწისძვრა მიწის ზედაპირიდან 8 კილომეტრის სიღრმეში მოხდა.

ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა განცხადება იმასთან დაკავშირებით მოყვა თუ არა ნგრევა და მსხვერპლი მიწისძვრას.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები