კანადაში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კანადაში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

1329142
კანადაში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კანადის შტატ ბრიტიშ კოლუმბიაში ქალაქ ვანკუვერში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

კანადის მიწისძვრების ცენტრში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ვანკუვერის დასავლეთით 188 კილომეტრის დაშორებით პორტ ჰარდიში მდებარეობდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში მომხდარი მიწისძვრა ვანკუვერთან ერთად ქალაქ რიჩმონდში იგრძნობოდა.

მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია და ასევე არ გამოცხადებულა განგაში ცუნამის შესახებ.

წყნარი ოკეანეში ორშაბათიდან დღემდე კიდევ ორი 4.8 და 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის  მიწისძვრა მოხდა.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #კანადა

მსგავსი ინფორმაციები