ჩრდილოეთ კორეამ ახალი რაკეტის ტესტირების ჩატარება დაადასტურა

ჩრდილოეთ კორეამ ჰემგიონგის პროვინციიდან აღმოსავლეთ ზღვის მიმართულებით ორი რაკეტის გასროლა დაადასტურა

ჩრდილოეთ კორეამ ახალი რაკეტის ტესტირების ჩატარება დაადასტურა

ჩრდილოეთ კორეამ, ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე სამხრეთ ჰემგიონგის პროვინციიდან აღმოსავლეთ ზღვის მიმართულებით ორი რაკეტის გასროლა დაადასტურა.

სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპი“ კორეის ცენტრალურ საინფორმაციო სააგენტოზე (KCNA) დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაში იტყობინება, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მონაწილეობით "სუპერ დიდი მრავალჯერადი რაკეტმტყორცნის" ტესტირება ჩატარდა.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თავდაცვის სამეცნიერო აკადემიამ რაკეტმყორცნის მასშტაბების გამოსაცდელად სატესტო გატყორცნა განახორციელა და კიმ ჩენ ინი შედეგებით კმაყოფილი დარჩა.

სამხრეთ კორეის გენერალური შტაბის განცხადებით, სატესტო რაკეტების რადიუსმა დაახლოებით 380 კილომეტრის მიაღწია და ეს გამოცდა ხელს არ შეუწყობს ნახევარკუნძულზე დაძაბულობის შემსუბუქების მცდელობებს.


საკვანძო სიტყვები: ტესტირება , რაკეტა , ჩრდილოეთ კორეა

მსგავსი ინფორმაციები