რაკეტის Bozdoğan-ის პირველმა ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა

რაკეტის Bozdoğan-ის პირველმა ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა

რაკეტის Bozdoğan-ის პირველმა ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა

თურქეთის პირველი ეროვნული წარმოების ჰაერი-ჰაერის ტიპის რაკეტის Bozdoğan-ის პირველმა ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა.

მრეწველობასა და ტექნოლოგიების სამინისტრომ, ადგილობრივი შესაძლებლობებით შექმნილ რაკეტა Bozdoğan-თან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მილიონობით დოლარის ღირებულების ჰაერი-ჰაერის ტიპის რაკეტების შემცვლელი ადგილობრივი რაკეტების სერიული წარმოებისთვის ცოტა დრო დარჩა და რაკეტა Bozdoğan-მა, რომელიც საბრძოლო თვითმფრინავებთან იქნება ინტეგრირებული, გასაშვები რამპიდან განხორციელებული მართვადი სროლის დროს ზუსტი დარტყმა განახორციელა.

ეს რაკეტა, რომელმაც წარმატებით გაიარა პირველი ტესტირება, დამონტაჟდება ეროვნულ საბრძოლო თვითმფრინავებსა და F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე.

Bozdoğan, რომელსაც აქვს ინფრაწითელი ძიების ქობინა, ინვენტარში 2020 წელში შევა.

თურქეთი ამით იმ 9 ქვეყანას შორის ჩადგება, რომელსაც ჰაერი-ჰაერის ტიპის რაკეტების წარმოება შეუძლია.


საკვანძო სიტყვები: ტესტირება , Bozdoğan , რაკეტა

მსგავსი ინფორმაციები