ინდონეზიაში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

1307219
ინდონეზიაში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის შტატ ჩრდილოეთ მალუკაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ 5 მაგნიტუდის სიმძლავრეზე მეტი 13 მიწისძვრა კიდევ დაფიქსირდა.

ინდონეზიის მეტეოროლოგიის კლიმატის და გეოფიზიკის ორგანიზაციის (BMKG) მონაცემებით, პროვინციის ქალაქ ჯაილოლოში მომხდარი 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ჩრდილოეთ მალუკუს და ჩრდილოეთ სულავესის შტატების მომცველ რეგიონში ბოლო 8 საათის განმავლობაში 5-დან 6.1-მდე მაგნიტუდის სიმძლავრის 13 მიწისძვრა მოხდა.

ინდონეზიის მეტეოროლოგიის კლიმატის და გეოფიზიკის ორგანიზაციის ოფიციალური პირების განცხადებით, რეგიონში მომხდარი მიწისძვრისა და შემდგომი  ბიძგების დაკვირვებები გრძელდება და რეგიონის მოსახელობას სიმშვიდისკენ და მხოლოდ ხელისუფლების განცხადებების გათვალისწინებისკენ მოუწოდეს.

მეტეოროლოგიის კლიმატის და გეოფიზიკის ორგანიზაციის განცხადებით, ქალაქ ჯაილოლოში მომხდარი 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ გამოცხადებული ცუნამის განგაში დაახლოებით 2 საათის შემდეგ გააუქმეს.  

პირველადი მონაცემებით მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა და ჯაილოლოში ზარალის დადგენის სამუშაოები გრძელდება.

ინდონეზიაში მალუკუს შტატის დედაქალაქ ამბონში 26 სექტემბერს მომხდარ 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 36 ადამიანი ემსხვერპლა.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #ინდონეზია

მსგავსი ინფორმაციები