ირანში მიწისძვრას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ირანში მიწისძვრას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ირანში მიწისძვრას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ირანის ჩრდილოეთში მდებარე აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში მომხდარი 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.

თეირანის უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ცენტრში გაკეთებული განცხადების მიხედვით, 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრიც აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის ქალაქ ტერკში მდებარეობდა, ადგილობრივი დროით 02.17 საათზე მოხდა.

მიწისძვრა დედამიწის ზედაპირიდან 8 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.  

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიძგები გილანის, ზენჯანის, ერდებილის და კაზვინის პროვინციებშიც იგრძნობოდა.


საკვანძო სიტყვები: მიწისძვრა , ირანი

მსგავსი ინფორმაციები