რაკეტა Atmaca-ს ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა

რაკეტა Atmaca-ს ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა

1299951
რაკეტა Atmaca-ს ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა

თურქეთის პირველი საზღვაო ფრთოსანი რაკეტა Atmaca თურქულ გემი Kınalıada-დან წარმატებით იქნა გამოცდილი.

Atmaca-ს ტესტირება ისევ გაგრძელდება და მისი ინვენტარში ჩარიცხვა 2020 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

Atmaca გრძელი რადიუსით, დაბალი კვალით, სამიზნის განადგურების მაღალი მაჩვენებლით თანამედროვე საზღვაო ფლოტის პლატფორმებზე მომსახურების მნიშვნელოვანი იარაღის სისტემა გახდება.  

მართვადი რაკეტა Atmaca, რომლის გამოყენებაც ყველა სახის კლიმატურ პირობებშია შესაძლებელი, გამძლეა საწინააღმდეგო ზომების მიმართ, შეუძლია სამიზნის განახლება, აქვს ხელახალი შეტევისა და მისიის გაუქმების უნარი და მომდევნო მისიის დაგეგმვის სისტემა (3D routing) რითაც ეფექტურია ფიქსირებული და მოძრავი სამიზნეების წინააღმდეგ.

Atmaca, გლობალური პოზიციონირების სისტემის, ინერციული გაზომვის განყოფილების, ბარომეტრიული ალტიმეტრისა და რადარის ალტიმეტრის ქვესისტემების გამოყენებით, აქტიურ სარადარო მაძიებელს იყენებს სამიზნის მაღალი სიზუსტით მოსაძებნად.

200 კილომეტრზე მეტი რადიუსის მქონე მართვადი რაკეტა დიდ საფრთხეს წარმოადგენს ასევე ხედვის მიღმა არსებული სამიზნეებისთვისაც.

Atmaca, რომლის საზღვაო ძალების ინვენტარის პლატფორმებში ინტეგრირების სამუშაოები გრძელდება, თავდაპირველად MGLGEM-ის (ეროვნული გემი) კორვეტებში იქნება ინტეგრირებული. Atmaca ჩაანაცვლებს ინვენტარში არსებულ ამერიკული წარმოების Harpoon-ისრაკეტას.

ROKETSAN-ი Atmaca-სთან ერთად გახდება გემების დამრტყმელი ძალის კრიტიკული სისტემის მიმწოდებელიც.


საკვანძო სიტყვები: #ATMACA , #რაკეტა

მსგავსი ინფორმაციები