"X-37B" ორბიტაზე 780 დღის გატარების შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა
"X-37B" ორბიტაზე 780 დღის გატარების შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა
ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების უპილოტო კოსმოსური თვითმფრინავი ორბიტაზე 780 დღის გატარების შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა.
ინტერნეტ პორტალ Space.com-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს საჰაერო ძალების კუთვნილი უპილოტო კოსმოსური თვითმფრინავი "X-37B" ფლორიდაში მდებარე ქეიპ კანავერალის კოსმოსურ ბაზაზე დაეშვა.
X-37B-ების მიერ შესრულებული მეხუთე გრძელ მანძილიანი მოგზაურობა, ყველაზე ხანგრძლივია უპილოტო კოსმოსური თვითმფრინავების მიერ შესრულებულ ფრენებს შორის.
SpaceX-ის მიერ წარმოებული Falcon 9 რაკეტით 2017 წლის 7 სექტემბერს კოსმოსში გატყორცნილმა X-37B-მ 2 წლიანზე მეტი მოგზაურობის დროს კვლევითი ცდები აწარმოა და ზოგიერთი მცირე ზომის თანამგზავრი ორბიტაზე გაიტანა.
NASA-ს მიერ 1999 წელში შექმნილი კოსმოსური თვითმფრინავის პროექტი 2004 წელში პენტაგონის დაქვემდებარებაში მყოფ მოწინავე თავდაცვის კვლევითი პროექტების სააგენტოს (DARPA) გადააბარეს.
აშშ-ს საჰაერო ძალების მიერ წარმოებული პროექტის ფარგლებში პირველი თვითმფრინავი 2010 წლის აპრილში გაუშვეს კოსმოსში და ორბიტაზე 224 დღე დარჩა.
2011 წლის მარტში დაწყებული მეორე გაფრენა 468 დღეს, 2012 წლის დეკემბერში დაწყებული მესამე გაფრენა 674 დღეს, 2015 წელში დაწყებული მეოთხე გაფრენა კი 718 დრე გაგრძელდა.
მსგავსი ინფორმაციები
ბოლო 100 წლის ყველაზე ძლიერი ქარიშხალი "მილტონი" ფლორიდას უახლოვდება
ბოლო 100 წლის ყველაზე ძლიერი ქარიშხალი "მილტონი" ფლორიდას უახლოვდება