ფხენიანმა და ვაშინგტონმა ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყეს

მოლაპარაკებებს შვედეთი მასპინძლობს

1282421
ფხენიანმა და ვაშინგტონმა ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყეს

 

შვედეთში ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყო. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ სოციალური მედიის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა: ”მოხარული ვარ, რომ შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციები მოლაპარაკებისთვის შვედეთში იმყოფებიან. ბირთვული განიარაღების მშვიდობიანად გადაწყვეტა, დიალოგს საჭიროებს”. შვედური მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის დიპლომატმა კიმ მიონგ გილიმ და აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ კორეაში შტეფან ბიგუნმა, უსაფრთხოების მაღალი ზომების ქვეშ, ბირთვული მოლაპარაკებები, სტოკჰოლის ვილა ელფვიკ სტრიდში დაიწყეს. ელიან, რომ  მხარეები ამ მოლაპარაკებებს, სინგაპურში, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ იონგ-უნის მიერ მიღწეული პირველი კონსენსუსის წარმატებით განხორციელების ფარგლებში წარმართავენ



მსგავსი ინფორმაციები