სლოვაკეთში მიგ-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა

სლოვაკეთში მიგ-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა

1278478
სლოვაკეთში მიგ-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა

სლოვაკეთის საჰაერო ძალების კუთვნილი რუსული წარმოების მიგ-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი გადარჩა, მაგრამ დაშავებულია.

სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, დანკა ჩაპაკოვას განცხადებით, მიგ-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ქვეყნის ზლატე მორავჩეს რეგიონში ჩამოვარდა, პილოტმა კატასტროფამდე კატაპულტირება მოასწრო და გადარჩა.  

მისივე თქმით დაშავებული პილოტი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


საკვანძო სიტყვები: #მიგ-29 , #mig-29 , #სლოვაკეთი

მსგავსი ინფორმაციები